Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=673833&print=yes&view=jobs
 
რენტგენოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რენტგენოლოგი
მომწოდებელი: NB Dental
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
"NB Dental - ნინო ბერიძის კლინიკა", აცხადებს ვაკანსიას რენტგენოლოგის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.

თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვიერთდი და გახდი პროფესიონალი გუნდის წევრი, სადაც შენი კარიერული ზრდა ჩვენი პრიორიტეტია!

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების რენტგენოლოგიური გამოკვლევის
** რენტგენის აპარატურის მართვა და მოვლა, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შენარჩუნება
** პაციენტის მომზადება კვლევისთვის — ინფორმირება პროცედურის შესახებ, სწორი პოზიციონირება და დამცავი საშუალებების გამოყენება
** გადაღებული სურათების გადაცემა შესაბამის ექიმებს/სპეციალისტებს, ციფრული არქივის მართვა
** დოზიმეტრიული კონტროლი და რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დაცვა, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე პაციენტებისთვის
** საჭიროების შემთხვევაში, აპარატურის ტექნიკურ სამსახურთან კომუნიკაცია
** საპროცედურო ჩანაწერების წარმოება შიდა სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დიპლომი/სერტიფიკატი რენტგენოლოგიის ან მედიცინის ტექნიკოსის მიმართულებით
** მოქმედი სერტიფიკატი რადიაციულ უსაფრთხოებაში (საჭიროების შემთხვევაში)
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** პასუხისმგებლობიანი და სტრესისადმი მედეგი
** კომუნიკაბელური და კეთილგანწყობილი პაციენტებთან

ჩვენთან გთავაზობთ:

** 40 საათიან სამუშაო გრაფიკი
** ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად
** ჩვენს სერვისებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებებს
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა სამი თვის შემდეგ
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და გუნდს

კლინიკის მისამართია: თბილისი, დავით თავხელიძის ქ. N1 (ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ)

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე career@nbdental.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია