Робота для біженців з України
ეტიკეტის საბეჭდი დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ეტიკეტის საბეჭდი დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ედვაიზი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
პოლიგრაფიული წარმოების სფეროში მომუშავე კომპანია "ედვაიზი" აცხადებს ვაკანსიას ეტიკეტის საბეჭდი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

აღნიშნულ პოზიციაზე განიხილებიან როგორც გამოცდილი, ისე გამოუცდელი კანდიდატები.
თუკი არ გაქვთ ამ სფეროში სამუშაო გამოცდილება, მაგრამ გსურთ, რომ ბეჭდვის ხელოვნებას დაეუფლოთ და დასაქმდეთ, გაძლევთ საუკეთესო შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი

ანაზღაურება:

** გამოცდილების შემთხვევაში - 1800 ლარიდან ზემოთ (კვალიფიკაციის შესაბამისად)
** გამოუცდელი კანდიდატების შემთხვევაში - სწავლების პერიოდში - ფიქსირებული 1200 ლარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია კანდიდატი ფლობდეს ტექნიკურ უნარებს
** ჰქონდეს ფიზიკური მზაობა
** სწრაფი ათვისებისა და ადაპტაციის უნარი.

პიროვნული უნარები:

** შესრულებული სამუშაოს ხარისხობრივი შეფასების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების მიმართ მზაობა;
** სწრაფი ათვისებისა და ადაპტაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბეჭდ დანადგარებთან მუშაობა, ბეჭდვის პროცესის მართვა
** ბეჭდვისათვის საჭირო მასალების მომზადება და ხარისხის კონტროლი
** დაბეჭდილი მასალის პერიოდული შემოწმება, ხარისხის მართვა
** ბეჭდვის დროული უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე kh.kulua@hrspace.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ედვაიზ ჯგუფისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ და არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე