Робота для біженців з України
მძღოლი-მომმარაგებელი - გონიო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-მომმარაგებელი
მომწოდებელი: ჯევერს ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
შპს "ჯევერს ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-მომმარაგებელის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: გონიო, წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი, N3. / ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. 50
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით).

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ავტომობილის/ავტომობილების მართვა, მოვლა და ტექნიკურ გამართულობის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა;
** საგზაო მოძრაობის წესების დაცვა;
** კომპანიის ლოჯისტკურ, ადმინისტრაციულ და შესყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და ოფისის მომარაგების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** დოკუმენტის ან სხვა გადასაზიდი ნივთის ერთი ადგილიდან მეორეზე მიტანა;
** საჭიროების შემთხვევაში საბაჟოდან ტვირთის გადმოტანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საგზაო მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მართვის მოწმობა B და C კატეგორია;
** ავტომობილის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 5 წელი).

პიროვნული უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მძღოლი-მომმარაგებელი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

შპს ჯევერს ქონსთრაქშენმა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "ჯევერს ქონსთრაქშენში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლბების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე