დასახელება:
სამღებრო საწარმოს კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ფაბრიკონი
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე, კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით რომლებიც არის
** მეტალის ფურცლოვანის საჭრელი ლაზერი,
** მეტალის მილების და მილ. კვადრატების საჭრელი,
** პროგრამული საღუნი დანადგარი და ა.შ.
დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს, ფაბრიკონი პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მისა საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.
ფაბრიკონის გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს,
"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს სამღებრო საწარმოს კოორდინატორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** საწარმოში შემოსული პროდუქციის მიღება მითვლა
** პროდუქციის სწორად განაწილება ფართის ოპტიმალური ათვისების მიზნით
** ყოველდღიური საწარმოო გეგმების შესრულება პროცესის მონიტორინგი
** ყოველდღიური წერილობითი რეპორტინგი ხელმძღვანელთან
** მზა შეკვეთების საწარმოდან გასვლის მონიტორინგი (მითვლა-გასვლის ბლანკის საფუძველზე)
** შეღებილი პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** შეფუთვისა და დალაგების ხარისხის სტანდარტის დაცვა
** შეღებვის ტექნიკის სრულყოფა-აქტიური მუშაობა ხარისხის გაეფექტურების მიზნით
** ყოველდღიური სახარჯი მასალების რაოდენობის კონტროლი, დროული ინფორმირება ადგილობრივი მარაგების გადავსების მიზნით
სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** გუნდურობა.
** შრომისმოყვარეობა.
** პატიოსნება.
** დისციპლინირებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათი-შაბათი 09:00-18:00 + ოვერთაიმები სურვილისამებრ ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
** შესვენება 1 საათი 14:00-15:00;
** კვებას უზრუნველყოფს კომპანია;
** დღესასწაულებზე დასვენება;
სახელფასო დიაპაზონი: ანაზღაურება 1000-2500
მისამართი: დიდი ლილო, რუსუდან ჩხეტიანის N16
დაინტერესებულმა პირებმა დაგვირეკეთ: +995 591 035 551 ან გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fabricon.ge
|
|
|
|