Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=673562&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: Gulf Georgia
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
კომპანია GULF ეძებს ახალ წევრს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების და პროცედურების შექმნა, დანერგვა, გადახედვა, დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი;
** ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO/IEC 27001:2022 სტანდარტის დანერგვა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის, თანმდევი ნორმატიული აქტების და მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე სატრენინგო მასალის მომზადება, ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება თანამშრომლებისთვის;
** ინფორმაციული აქტივების და რისკების აღწერა და მათი კლასიფიკაცია კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ხელმისაწვდომობის დონეების განსაზღვრით;
** ორგანიზაციის ფარგლებში ინფორმაციასთან მომხმარებლის წვდომის ანალიზი და მართვა;
** გამოვლენილი რისკების და ინციდენტების ანალიზი, შესაბამისი რეპორტების მომზადება, რისკის შემცირების რეკომენდაციების წარდგენა.
** კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო კონტროლის მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების შერჩევა, დანერგვა, გადახედვა, გაუმჯობესება;
** ორგანიზაციულ პროცესებში და პროექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაცი (ებ)ის გაცემა;

კვალიფიკაციის მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ან/და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით;
** სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ გაცემული "ინფორმაციული უსაფრთხოების სერტიფიცირებული მენეჯერის" მოქმედი სერტიფიკატი;
** ISO/IEC 27001:2022 Lead Implementer ან Lead Auditor სერტიფიკატი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე.

https://gulf.selfrecruit.ge/s/wm6Zb

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია