დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
მომწოდებელი:
www.imart.ge
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
ინტერნეტ მაღაზია iMart.ge აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გსურთ, გახდეთ საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი, სანდო და კომფორტული ონლაინ სავაჭრო პლატფორმის - iMart.ge-ის გუნდის წევრი, რომელიც 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს რეალობად აქცევს, გაეცანით ვაკანსიის პირობებს:
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული, 1400 ლარი (ნეტ თანხა)
ადგილმდებარეობა: თბილისი. აკაკი წერეთლის N116. ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა"
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საპენსიო შენატანის სრულ დაფარვას;
** ექსკლუზიურ, უპრეცენდენტო ფასს ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე;
** პროფესიული ტრენინგებისა და მასტერკლასების სრულ დაფინანსებას საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან აკადემიებსა და უნივერსიტეტებში.
სამუშაო აღწერილობა:
** iMart.ge-ზე ან/და შპს "ნანოტეკი"-ს საკუთრებაში არსებული ელექტრონული პლატფორმებიდან შემოსული შეკვეთების დამუშავება;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შესყიდვის ფაილების მომზადება და გაზიარება;
** საწყობში დაბრუნებული პროდუქციის მითვლა და შესაბამისი პროგრამული ასახვა;
** საგარანტიო მომსახურების ფარგლებში, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, საგარანტიო საჭიროების მქონე ნივთების ჩაბარება და პროგრამული აღრიცხვა;
** საოპერაციო განყოფილებაში განთავსებული პროდუქციის (კოსმეტიკა) მიღება და სტელაჟებზე განლაგება;
** კოსმეტიკის კატეგორიაში განთავსებული შეკვეთების მომხმარებლებთან გასაგზავნად მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია საოპერაციო მიმართულებით ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე - career@imart.ge 2025 წლის 31 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: საოპერაციო მენეჯერი.
iMart.ge გისურვებთ წარმატებებს!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ნანოტეკი"-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: career@imart.ge / 032 2 100 300
|
|
|
|