დასახელება:
წარმოების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Nuts Time
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
კომპანია Nuts Time LLC აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
ვებ-გვერდი: https://nutstime.ge
სამუშაო ადგილმდებარეობა: ფოთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** გააკონტროლოს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ დადგენილი პროცედურების შესრულება.
** საწარმოს ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და მართვა.
** სამუშაო გეგმის შედგენა და შესრულების კონტროლი.
** წარმოების გრაფიკებისა და რაოდენობების შესრულების უზრუნველყოფა.
** შემუშავებული დოკუმენტაციის წარმოება და საჭირო ცვლილებების განხორციელება.
** საწარმო ნედლეულის მარაგების ეფექტურად მართვა.
** ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა.
** დაგეგმილი გადაზიდვის დაორგანიზება.
** სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და ქცევის წესების დაცვა.
** საწარმოში მიმდინარე პროცესების კონტროლი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები;
** დეტალებზე ორიენტირების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|