დასახელება:
სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" (cue.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.
"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი;
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ;
ადგილების რაოდენობა: 1;
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, მ. კოსტავას ქ. №77,
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.
ძირითადი მოვალეობები:
** აბიტურიენტთა დოკუმენტების მიღება და მათთან საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება;
** სტუდენტის სტატუსის მოპოვების/შეჩერების/შეწყვეტის/დამატებით სემესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დეკანისთვის მიწოდება;
** სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
** პროგრამის ხელმძღვანელების ჩართულობით ცხრილის შედგენის უზრუნველყოფა;
** სასწავლო პროცესის მონიტორინგი, ასევე აკადემიური/მოწვეული პერსონალის მიერ ლექცია/სემინარებზე დროულად გამოცხადების კონტროლი;
** კრედიტების აღიარების კომისიის საქმიანობის ხელშეწყობა;
** დიპლომის, დიპლომის დანართის, სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელი ინფორმაციის მომზადება და დეკანისთვის მიწოდება;
** სტიპენდიანტთა სიის დეკანისთვის წარდგენა;
** სტუდენტთა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტების კონსულტირება, მათი მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში მონაწილეობა;
** დეკანისთვის სტუდენტის სწავლის დამადასტურებელი ცნობების და ნიშნების ფურცლის პროექტების მომზადება და წარდგენა;
** შიდა საუნივერსიტეტო ბაზაში აკადემიური/მოწვეული პერსონალის მიერ შუალედური შეფასებების (გარდა შუალედური და დასკვნითი/დამატებითი გამოცდებისა) დროულად ასახვის მონიტორინგი;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადება;
** სტუდენტისთვის ინფორმაციის მიწოდება შიდა საუნივერსიტეტო აქტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ასევე ინფორმაციის მიწოდება მათი უფლებების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება;
** სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა და უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
** სტუდენტებთან ეფექტიანი კომუნიკაცია, სტუდენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და დეკანის ინფორმირება; სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ფაკულტეტზე სასწავლო პრაქტიკების დაგეგმვის, ჩატარებისა და დაცვის პროცესების კონტროლი;
** საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კოორდინაცია;
** ფაკულტეტზე დაგეგმილი სასწავლო, სამეცნიერო და სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად დეკანის მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა).
ვაკანსიის დეტალები:
** კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 10 ოქტომბერს და დასრულდება 24 ოქტომბერს;
** კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა;
** კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cue.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ვაკანსია მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
|
|
|
|