Робота для біженців з України
პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
სადისტრიბუციო-იმპორტიორი კომპანია, "MS Holding", რომლის პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი, აცხადებს ვაკანსიას, პრომოუტერის პოზიციაზე;

თუ გსურს, პირველი ნაბიჯები გადადგა გაყიდვების სფეროში, გიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და მათი დახმარება, მაშინ ჩვენი გუნდი შენ გელოდება:

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს?

** წინასწარ შეთანხმებულ, ქსელურ ობიექტზე, კომპანიის წარმომადგენლობა;
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება/ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვებზე მუდმივი ზრუნვა;
** პროდუქციისა და ფასმაჩვენებლების განლაგება დახლებზე;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღმის, ვაგზლის ან საბურთალოს ტერიტორია (შეთანხმებით);
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი სამუშაო დღე, 11:00 - 20:00, ორი დღე დასვენება (გარდა შაბათი კვირისა);
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ₾ + ბონუსი (გეგმის შესრულების მიხედვით);

თუ თვლი, რომ ხარ განვითარებაზე ორიენტირებული, მოტივირებული და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანი, გთხოვ, გადმოგვიგზავნე შენი რეზიუმე მეილზე: hr@msholding.ge ან დაგვიკავშირდი 555131233

გთხოვთ, არ დაგავიწყდეს ელ. ფოსტის სათაურში მიუთითო პოზიციის სახელწოდება.

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე