Робота для біженців з України
საინჟინრო სისტემების ზედამხედველი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო სისტემების ზედამხედველი
მომწოდებელი: ეიჩპიემ
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ამჟამად კომპანია "HPM"-ში, ბათუმი "რამადა"-ს პროექტისთვის ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ საინჟინრო სისტემის ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების და საინჟინრო სისტემების მექანიკური ნაწილის ზედამხედველებს.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საინჟინრო საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
** მიმდინარე საინჟინრო პროექტის ზედამხედველობა და მონიტორინგი;
** პროექტით გათვალისწინებული სხვა სარემონტო საინჟინრო სამუშაოებთან კვეთისას წარმოქმნილ გარემოებებზე რეაგირება;
** საინჟინრო სისტემების წარმოების დადგენილ პროექტთან შესაბამისობის დაცვა;
** სამონტაჟო სამუშაოების გრაფიკის და პროგრესის კონტროლი;
** საინჟინრო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოების ხარისხისა, ტექნოლოგიებისა და მოწყობის ნორმების შესაბამისობის ზედამხედველობა;
** სამშენებლო მოედანზე მიწოდებული მასალების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
** სამონტაჟო სამუშაოებისას გამოყენებული მასალების სერტიფიკატის შემოწმება და შესაბამისობის დადგენა;
** სამონტაჟო სამუშაოებისას წარმოქმნილი სირთულეების გადაწყვეტა, რეკომენდაციის გაცემა საჭიროების შემთხვევაში ზემდგომის ინფორმირება;
** საინჟინრო სისტემების სხვა დისციპლინებთან გადაკვეთისას გამოვლენილ ხარვეზებზე რეაგირება, გადაწყვეტილების მიღება, ზემდგომის ინფორმირება;
** საინჟინრო სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოება;
** შესაძლო ტექნიკური რისკების შეფასება და სწორი გადაწყვეტილების მიღება;
** შესრულებული სამონტაჟო სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, მიღება-დადასტურება;
** პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება მექანიკურ ნაწილში
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში (მინიმუმ სამი წელი)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** საინჟინრო CAD პროგრამის ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე