დასახელება:
საწარმოო-სასაწყობე ოპერაციების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
არქთრეიდი
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
კომპანია "არქთრეიდი" 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიას შესრულებული აქვს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის არაერთი პროექტი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
"არქთრეიდის" ფუნდამენტური პრინციპებია ტექნოლოგიური უპირატესობა, საერთაშორისო სტანდარტებსა და რეგულაციებთან თანხვედრა, ეფექტური პროექტის მენეჯმენტი და რესურსების სწორი გადანაწილება, სწრაფი და რენტაბელური სერვისი, რაციონალური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი არქთრეიდზე: https://archtrade.ge/
კომპანია "არქთრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოო-სასაწყობე ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობსა და საწარმოს შორის პროგრამული და ფიზიკური გადაადგილებების კონტროლი;
** საწყობიდან მიწოდებული ნედლეულის დოკუმენტების სისწორის კონტროლი;
** წარმოებული პროდუქციის აღრიცხვის, აქტების გამოთხოვა საწარმოდან და პროგრამული ასახვა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ნედლეულის აღრიცხვის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ნაშთების პროგრამაში ასახვა;
** იმპორტირებული, ადგილობრივად შესყიდული და უკან დაბრუნებული და წუნდებული პროდუქციისა და ძირითადი საშუალებების პროგრამულად გადანაწილება შესაბამის საწყობებზე;
** საწყობისა და საწარმოს ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** შუალედური საწყობების მონიტორინგი და მათი ნაშთების კონტროლი;
** ნომენკლატურის ბაზების გასწორება და მათი მუდმივი კონტროლი;
** ზედნადების ან შესყიდვის აქტის საფუძველზე წარმოებაში და საწყობში მიღებული მასალების, ძირითადი საშუალებებისა და სახარჯი მასალების შეძენა;
** შიდა გადაზიდვების ზედნადებების ატვირთვა;
** მიღებული და მისაღები ზედნადებების კონტროლი;
** ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი სხვა რეპორტებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით (ბიზნესის ადმინისტრირება; ფინანსები)
** უპირატესობად ჩაითვლება აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, PowerPoint)
** საბუღალტრო პროგრამა Superfin-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ოქტომბერი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|