Робота для біженців з України
საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ლოჯისტიკური კომპანია
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

თქვენი მომავალი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები:

** შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
** მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება დოკუმენტაციასთან მიმართებით;
** მომწოდებლებისგან პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი და დროული გაგზავნა დანიშნულების ადგილას;
** პროდუქციის ვადებისა და ტემპერატურის კონტროლი საოპერაციო და ჰიგიენური წესების შესაბამისად;
** ტვირთის მიღება, გადაზიდვა, როტაცია და საწყობში სწორი განთავსება/დახარისხება;
** პროდუქციის უსაფრთხოების, შეფუთვის მთლიანობისა და ტრანსპორტირებისას წესების დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, კვების კომპენსაციას და სხვა ბენეფიტებს კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: vkakuchaia@onepoint.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "საწყობის სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე