დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ექსპრეს ლოუნი
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
შპს "ექსპრეს ლოუნი" არის სესხის გამცემი სუბიექტი და აცხადებს ვაკანსიას ბათუმში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო საათები: სტანდარტული
ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე
ძირითადი მოვალეობები:
** ნაღდი ანგარიშსწორება
** შემოსავალ-გასავლის ოპერაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: expressloanglobal@gmail.com 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
შეტყობინება: ექსპრეს ლოუნი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ექსპრეს ლოუნისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების კომპანიისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ექსპრეს ლოუნში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
|
|
|
|