დასახელება:
ციფრული მარკეტერი
|
მომწოდებელი:
მინდორი
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
ციფრული მარკეტერი — სტარტაპი
ლოკაცია: სრულად დისტანციურად
განაკვეთი: ნახევარი ან სრული
"მინდორი" ორგანიზმის ერთიანი გაჯანსაღების სტარტაპია
ჩვენ ვქმნით ჯანმრთელობის ახალ ხედვას
ვეხმარებით ადამიანებს მეცნიერულად შესწავლილი ბუნებრივ გაჯანსაღების გზებით (საკვები დანამატები და ციფრული სერვისები)
რას გააკეთებ:
** შექმნი და გატესტავ მარკეტინგულ კამპანიებს (რეკლამა → ქვიზი → შეთავაზება —იმეილ მარკეტინგი/რეთარგეთინგის ციკლის სრული ფლობით)
** გამოიკვლევ აუდიტორიას, მათ პრობლემებსა და ემოციურ მესიჯებს
** დაწერ და დაარედაქტირებ კრეატიულ ქოფებს Meta-სა და Instagram-ის რეკლამებისთვის, იმეილების და ვებსაიტის ტექსტებისთვის
** გაანალიზებ შედეგებს და განაახლებ კამპანიის სხვადასხვა კომპონენტებს
** ისწავლი როგორ იზრდება თანამედროვე D2C ბრენდი შემოქმედებითი ექსპერიმენტებით
ვისთვისაა:
** სტუდენტი ან კურსდამთავრებული მარკეტინგის, ბიზნესის ან კომუნიკაციის მიმართულებით
** გიყვარს როგორც შემოქმედება, ისე ანალიტიკა
** წერ გამართულად ქართულად და ინგლისურად (B2+)
** შეგიძლია გუნდური მუშაობა და უკუკავშირის მიღება
** მაღალი ენერგია, მოხერხებულობა, სწრაფად სწავლის უნარი
** მეტა ადსის/ქოფირაითინგის ცოდნა უპირატესია, მაგრამ აუცილებელი არაა. გადამწყვეტია ინიციატივის გამოჩენის, რთული პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი ანდაც წამოწყებული პროექტის განხორციელების გამოცდილება
რატომაა ეს როლი მნიშვნელოვანი:
** შენ ქმნი და მართავ Mindor-ის ზრდის სისტემას — იდეიდან მომხმარებლამდე
** შენი ტექსტები და იდეები აღწევს ათასობით ადამიანს, ვინც ეძებს ბუნებრივ გზას გაჯანსაღებისთვის.
** სწავლობ როგორ მუშაობს "Full Stack Growth" მარკეტინგი — პრაქტიკულად და რეალურ შედეგებზე დაყრდნობით მომხმარებლის სრული ციფრული მოგზაურობის მიხედვით
ანაზღაურება და ზრდა:
** სამართლიანი ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად
** შედეგზე დაფუძნებული ზრდა ცხადი მოლოდინით— რაც უფრო სწრაფად ისწავლი/განახორციელებ, მით უფრო გაიზრდება შენი ანაზღაურება და პასუხისმგებლობა
** უშუალო თანამშრომლობა CEO-სთან და დამფუძნებელთან — მენტორობა და სწრაფი განვითარების შესაძლებლობა
** კულტურა, სადაც ფასობს სისწრაფე, ქმედება, ცნობისმოყვარეობა და განვითარების სურვილი
გრძელვადიანი ხედვა:
როლის ზრდის შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მინდორის გრძელვადიან მისიაში, რაც ჯანმრთელობის ახალი ხედვის და სერვისების გლობალურ მასშტაბირებას გულისხმობს
როგორ შემოგვიერთდე:
გამოგზავნე განაცხადი info@mindor.ge
კანდიდატების შეფასება ხდება სატესტო დავალების საფუძველზე.
|
|
|
|