Робота для біженців з України
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Realize
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
ჩვენ შესახებ:

"Realize" არის ინოვაციური მარკეტინგული (პროგრამული) პლატფორმა, რომელიც ეხმარება კომპანიებს ეფექტურად მიაწვდინონ თავიანთი მესიჯი სწორ აუდიტორიას, გაზარდონ ხილვადობა და შექმნან ღირებული კავშირები მომხმარებლებთან.

ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის ზრდას ახალი ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით.

პასუხისმგებლობები

** ახალი ბიზნეს კლიენტების (B2B) იდენტიფიცირება. მცირე, საშუალო და კორპორაციული კლიენტების მოზიდვა, გაყიდვების სრული ციკლის მართვა;
** პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება;
** მარკეტინგული და ანალიტიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება და შესაძლებლობების განვითარება;
** ბაზრის ტენდენციების და კლიენტთა საჭიროებების ანალიზი;
** თანამშრომლობა მარკეტინგის და პროდუქტის გუნდებთან გაყიდვების სტრატეგიის ოპტიმიზაციისთვის.

მოთხოვნები:

** მინ. ერთწლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში, სასურველია - მარკეტინგის, სარეკლამო ან IT სექტორში;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავების გამოცდილება;
** შედეგზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;

რას გთავაზობთ:

** მიიღებთ გამოცდილებას ინოვაციური პლატფორმის განვითარების პროცესში;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (დისტანციური ან ჰიბრიდული);
** განიხილება სრული ან არასრული განაკვეთი;
** ანაზღაურება - გამოცდილების, სამუშაო გრაფიკის და გაყიდვების შედეგების მიხედვით;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@realize.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ - "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე