დასახელება:
გაყიდვების უფროსი ოფიცერი
|
მომწოდებელი:
კრედო ბანკი
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
"კრედო ბანკი" 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.
"კრედო ბანკის" მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
პოზიციის მიზანი:
პოზიციის მიზანია ბანკის გარეთ სტრატეგიულ ლოკაციებზე საბანკო პროდუქტების გაყიდვების გაზრდა, როგორიცაა ტურისტული ზონები, ბაზრობები და მოლები, რათა ხელი შეუწყოს გადახდის სისტემების პოპულარიზაციას და ციფრული გაყიდვების ზრდას.
ზოგადი პასუხისმგებლობები:
** კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
** ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
** სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
სპეციფიური პასუხისმგებლობები:
** პოტენციური მერჩანტებისა და მომხმარებლების მოძიება და მათთან შეხვედრების დაგეგმვა გარე გაყიდვების უფროს ოფიცერთან შეთანხმებით.
** არსებულ და პოტენციურ მერჩანტებთან აქტიური კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქტების/მომსახურებების შეთავაზება.
** გაყიდვების მიზნების მიღწევა და ყოველთვიური/წლიური გეგმების შესრულება.
** მერჩანტების მხარდაჭერა ახალი პროდუქტების დასანერგად და მათი ონჯობ ტრენინგი.
** საბანკო პროდუქტების გაყიდვების შეთავაზება და გაყიდვა ბანკის გარეთ სტრატეგიულ ლოკაციებზე, როგორიცაა ტურისტული ზონები, ბაზრობები და მოლები.
** სერვისებთან დაკავშირებით დანერგილი სიახლეების შესახებ
** მერჩანტების ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება
ცოდნა და პიროვნული მახასიათებლები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები.
** პრეზენტაციის, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2025 წელი.
|
|
|
|