Робота для біженців з України
მაღაზიების ქსელის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიების ქსელის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საქკაბელი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.

სს საქკაბელის მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას მაღაზიების ქსელის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/ მოვალეობები/ პასუხისმგებლობის საზღვრები:

** ქსელის საერთო სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობა და განხორციელების უზრუნველყოფა - ბიუჯეტის, გაყიდვების, მოგების და ეფექტიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების უზრუნველყოფა
** მაღაზიათა ქსელის ძირითადი მაჩვენებლების (KPI) მიღწევის უზრუნველყოფა - თითოეული მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია და კონტროლი - სტანდარტების, პროცედურებისა და კომპანიის პოლიტიკის დანერგვის უზრუნველყოფა
** საცალო გაყიდვების სფეროში მოგების გაზრდის უზრუნველყოფა - პროდუქციის ასორტიმენტის, მარაგებისა და ფასების მართვის მონიტორინგი, მომხმარებლის მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესება და სხვ
** ფილიალის მომარაგებისა და მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა; ინვენტარიზაციის პროცესების ხელშეწყობა და მატერიალური პასუხისმგებლობა
** გუნდის შექმნასა და განვითარებაზე მუშაობა - თანამშრომელთა აყვანის, სწავლებისა და განვითარების, ტრანსფერების, გათავისუფლების და სხვ. პროცესების მართვა.
** ფილიალების თანამშრომელთა საქმიანობის დაგეგმვა და კოორდინაცია - ფუნქციების გადანაწილება, დავალებების დელეგირება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი
** ქსელის მასშტაბით ფილიალების ტექნიკური გამართულობის (იერსახე, ვიზუალი და სხვ. ტექნიკური საკითხები) უზრუნველყოფა, საჭიროებების იდენტიფიკაცია და ოპერატიულად რეაგირება
** მაღაზიებში მუდმივი ვიზიტების განხორციელება, არსებულ საჭიროებების დროულად იდენტიფიცირება და ოპერატიულად რეაგირება
** კომპანიის მასშტაბით არსებული სიახლეების - სხვადასხვა ტიპის პროექტების ქსელში დანერგვის პროცესის მართვა - დანერგილი სიახლეების შეფასება და მათი ეფექტიანობის უზრუნველყოფა
** ფილიალების ფუნქციონირების ანალიზის საფუძველზე პროცესების გაუმჯობესების, განვითარების საჭიროების შესწავლა და ინიციატივების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა
** კომპანიის მენეჯმენტთან სხვადასხვა ტიპის რეგულარული ანგარიშების მომზადება

მინიმალური კვალიფიკაცია/განათლება:

** ბაკალავრის ხარისხი ტექნიკური მიმართულებით
** მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად
** მინიმალური გამოცდილება
** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მსგავსი პროდუქტების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
უნარები
** სტრატეგიული აზროვნება - სტრატეგიის შემუშავების, გრძელვადიანი შედეგების განჭვრეტის, რისკებისა და წინააღმდეგობების შეფასების და ა.შ. უნარი
** ძლიერი ლიდერობა და კომუნიკაციური უნარები - გუნდის მართვის, მოტივირების უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაცია, თანამშრომელთა იდეისა და ღირებულებების ქვეშ გაერთიანების უნარი
** ძლიერი ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარები
** კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარები - პრობლემის იდენტიფიკაციის, ანალიზის, რეკომენდაციის შემუშავებისა და განხორციელების უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (B2)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, Excel, PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე

თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მაღაზიების ქსელის ხელმძღვანელი. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 595 56 97 98.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge

თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე