დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Symmetria
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
"Symmetria" ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრების ქსელი უკვე 10 წელზე მეტია ეხმარება ადამიანებს დაუბრუნდნენ სრულფასოვან ცხოვრებას. ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტებით და ვზრუნავთ ჩვენს პაციენტებზე — ყურადღებით, გულისხმიერად და პროფესიონალურად.
"სიმეტრიას" საბურთალოს ფილიალის რეგისტრატურაში ვეძებთ ადმინისტრატორს.
ვინ არის ჩვენთვის იდეალური კანდიდატი?
** თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული;
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება;
** გაქვს მინიმალური გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან მზად ხარ ისწავლო სწრაფად;
** ფლობ კომპიუტერულ პროგრამებს (Excel, Google Sheets; CRM სისტემებში გამოცდილება პლუსია);
** შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია ქართულად, და სასაუბრო დონეზე ფლობ რუსულს და ინგლისურს.
შენი ამოცანები იქნება:
** პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და ჩაწერა;
** ზარებზე პასუხის გაცემა და მომხმარებლების ინფორმირება;
** სოციალურ ქსელებში შეტყობინებებზე სწრაფი რეაგირება;
** სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა;
** საორგანიზაციო საკითხების მართვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ჩვენი პროცედურებისა და კურსების პრეზენტაცია შეთავაზება პაციენტებისთვის.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** კომფორტულ სამუშაო გარემოს თბილისში, საბურთალოს ფილიალში, ს. ცინცაძეს 9 ნომერში;
** ტრენინგებს და მხარდაჭერას განვითარებისთვის;
** 3 დღე კვირაში (ფიქსირებული დღეები) 09:00-20:00
** ფიქსირებული ხელფასი, 800 ლარი + ბონუსი KPI მიხედვით (საშუალოდ გამოგივა 1000-1200 ლარი).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr.symmetria.ge@gmail.com და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ადმინისტრატორი რეგისტრატურაში".
მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს გუნდში!
|
|
|
|