დასახელება:
დასუფთავების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
აქსის თაუერსი
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
|
"აქსის თაუერსი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, ცვლიანობის გრაფიკი
ხელზე ასაღები ხელფასი: 900-1100 ლარი (2 ვაკანტური ადგილი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ცენტრის სივრცის სველი და მშრალი წესით დასუფთავება;
** კომპლექსის ლობის, დერეფნების და ლიფტების როგორც სველი, ასევე მშრალი წესით დასუფთავება.
** სანაგვე ურნების დაცლა და ნაგვის გატანა.
** განთავსებული ავეჯიდან და ტექნიკიდან მტვრის გადაწმენდა.
** საერთო მოხმარების სველი წერტილების დასუფთავება და საჭირო ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა.
** აუცილებელი ჰიგიენური საშუალებების წინასწარი იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება მიწოდების საჭიროებაზე;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით პოზიციასთან შესაბამისი ფუნქციების შესრულება
საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:
** საშუალო ან პროფესიული განათლება
** სასურველია დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ჰიგიენისა და სანიტარიის დაცვის წესების, ტერიტორიისა და სამუშაო არეალის სანიტარიზაციის პროცედურების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ქიმიკატების გამოყენების წესების ცოდნა;
** საჭირო თვისებები და უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე hr@axistowers.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 15 22 22 არაუგვიანეს 2025 წლის 05 ნოემბრამდე.
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|