დასახელება:
ბავშვთა ექიმი ნევროლოგი
|
მომწოდებელი:
ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
ინკლუზიური სივრცე შპს "ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ექიმი ნევროლოგის პოზიციაზე რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამით.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: არასტანდარტული
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსთან (ვლადიმერ ლობჟანიძის 3).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბენეფიციარის სამედიცინო გასინჯვა, შეფასება და მკურნალობა;
** სამკურნალო გეგმის განსაზღვრა და მდგომარეობის მონიტორინგი, რაც მოიცავს შეფასებას, თერაპიული პროცესის დაგეგმვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის კოორდინაციას;
** მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად ბავშვთა ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შედგენა გუნდური შეხვედრების ორგანიზება შემთხვევების განხილვისა და უკუკავშირის მიზნით.
ძირითადი/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი ნევროლოგის სპეციალობაში;
** გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 6 თვისა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (კითხვა და გაგება)
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე info.integacademy@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსია ან დაგვიკავშირდით: 511 559 354
გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია", რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|