დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
სტარტაპ საბუღალტრო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
სტარტაპ საბუღალტრო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ვინ ვართ:
ჩვენ ვართ ახალი, დინამიურად მზარდი სტარტაპი საქართველოში, რომელიც სპეციალიზებულია საგადასახადო და საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით. ვქმნით ახალი ტიპის კომპანიას საგადასახადო და საბუღალტრო მომსახურების სფეროში - მოქნილს, ინოვაციურს და კლიენტზე ორიენტირებულს.
ვის ვეძებთ - ბუღალტერს 3+ წლიანი გამოცდილებით, რომელსაც:
** არ ღლის ყოველდღიური რუტინა და სურს რაღაც ახლის ნაწილი იყოს
** სურს პროფესიულად გაიზარდოს და განვითარდეს
** არ ეშინია კამერის წინ საუბრის და ცოდნის გაზიარების
რა გევალებათ:
** კლიენტების საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა
** კონსულტაციები და დოკუმენტაციის მომზადება
** საბუღალტრო თემატიკის ვიდეო-რგოლების მომზადება და ჩაწერა (განმარტებითი ვიდეოები, საგადასახადო სიახლეები, პრაქტიკული რჩევები)
** მონაწილეობა კომპანიის ზრდის პროცესებში
** ახალი იდეების შემოტანა
თქვენ იდეალური კანდიდატი ხართ, თუ გაქვთ:
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება საბუღალტრო და საგადასახადო სფეროში
** საქართველოს კანონმდებლობისა და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა
** კამერის წინ საუბრის უნარი - თავისუფლად და გასაგებად
** კომუნიკაბელურობა და რთული საკითხების მარტივად ახსნის უნარი
** სურვილი და დრო ჩაერთოთ კომპანიის განვითარებაში
** არ გეშინიათ სტარტაპის დინამიკის და გამოწვევების
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: vacancy.No79@gmail.com
|
|
|
|