Робота для біженців з України
სტაჟირება - საგანმანათლებლო პროექტები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - საგანმანათლებლო პროექტები
მომწოდებელი: თიბისი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
თიბისის სტაჟირების პროგრამა იწყება - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

პროგრამის დასახელება: ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი - საგანმანათლებლო პროექტები

ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 12 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ; შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2026 წლის იანვარი

ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის წინსვლა განათლებით იწყება, ამიტომ ვქმნით პროექტებს მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და ვაძლევთ შესაძლებლობას დაეუფლონ თანამედროვე პროფესიებს.

ვის ვეძებთ?

ცნობისმოყვარე, ემპათიურ სტაჟიორს, რომელიც დაინტერესებულია საგანმანათლებლო პროგრამებით და მზადაა შეცვალოს ადამიანების ცხოვრება.

რას გააკეთებ?

** ჩაერთვები პროდუქტების შექმნის პროცესში ჩვენს გუნდთან ერთად;
** იმუშავებ პროდუქტის იდეის გაჩენიდან მის გაშვებამდე სრულ ციკლზე;
** იმუშავებ საგანმანათლებლო პროდუქტების მარკეტინგულ და საკომუნიკაციო კამპანიებზე;
** დაგეგმავ და მართავ ღონისძიებებსა და აქტივობებს ახალგაზრდებისთვის.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?

** ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** გაინტერესებს საგანმანათლებლო პროგრამები.

"ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდს შემოუერთდება, პირველ რიგში თვითრწმენას გაიძლიერებს. ის გარემო, რომელიც აქ დახვდება - მრავალფეროვანი პროექტები, კომპეტენტური, მეგობრული, გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, მას შესძენს პროფესიისთვის კრიტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანმა დაიჯეროს - შეუძლებელიც შესაძლებელია.

თუ განუწყვეტელი განვითარების წყურვილი და ერთ ადგილას დგომის აუტანლობა გახასიათებს, თიბისიში უამრავ რამეს აღმოაჩენ. უნდა გიყვარდეს შენი საქმე, გესმოდეს ბრენდის მნიშვნელოვნება, მისი მასშტაბი, ხასიათი და გავლენა საზოგადოებაზე." - მარიამ თავბერიძე, ბრენდის გამოცდილებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: https://tbcbank.ge/ka/internship-program

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/tHhfW

მადლობა!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე