Робота для біженців з України
სტაჟირება - AI და მონაცემთა მმართველობა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - AI და მონაცემთა მმართველობა
მომწოდებელი: თიბისი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
თიბისის სტაჟირების პროგრამა იწყება - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

პროგრამის დასახელება: AI და მონაცემთა მმართველობა

ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 12 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ; შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2026 წლის იანვარი

გუნდის შესახებ ინფორმაცია:

მონაცემთა მმართველობის გუნდი პასუხისმგებელია თიბისის მონაცემების ხარისხზე, სისწორესა და უსაფრთხოებაზე. ვმუშაობთ მონაცემთა კატალოგებზე, ვაკონტროლებთ შესაბამისობას რეგულაციებთან (მაგ. GDPR) და ვაანალიზებთ ხარვეზებს. ჩვენი მისიაა, შევქმნათ სანდო მონაცემთა ეკოსისტემა, რომელიც დაეხმარება თიბისის სტრატეგიულ მიზნების მიღწევაში - მონაცემების სანდოობაზე დაყრდნობით.

ვის ვეძებთ?

სტაჟიორს, რომელიც შემოგვიერთდება მონაცემთა მმართველობის გუნდში და დაგვეხმარება მონაცემების ხარისხის, სისწორისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

რას გააკეთებ?

** დაეხმარები გუნდს მონაცემთა კატალოგის მართვასა და მონაცემთა ხარისხის პროცესების მონიტორინგში
** ჩაერთვები მონაცემთა ინციდენტების კვლევასა და ხარვეზების დროულად აღმოფხვრაში
** გაეცნობი, როგორ გენერირდება და მუშავდება მონაცემები ბაზებში და როგორ იფილტრება/მოწმდება მათი სისწორე
** იმუშავებ სხვადასხვა ბიზნეს გუნდთან და გაიღრმავებ ცოდნას მონაცემთა ეკოსისტემაში
** გაივლი ტრენინგებს და პირველივე თვიდან მიჰყვები განვითარების გეგმას მენტორთან ერთად

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?

** ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული
** შენს სამომავლო კარიერას ხედავ მონაცემთა მმართველობის მიმართულებით (მონაცემთა მართვის ოპერაციები ან ინციდენტების მართვა)

პროგრამაში მოსახვედრად საჭიროა გაიარო სტანდარტული შერჩევის ეტაპები
დამატებით, ამ მიმართულებით დაგჭირდება Python და SQL-ის საბაზისო დონეზე ცოდნა, რომელსაც შევამოწმებთ დავალებით.

კარგი იქნება თუ გექნება:

** SSRS-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** SSIS-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: https://tbcbank.ge/ka/internship-program

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/tJbMM

მადლობა!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე