Робота для біженців з України
წარმოების ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ოჯახური
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
ქართული სუნელ-სანელებლების კომპანია "ოჯახური" ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს წარმოების ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

პირობები და ბენეფიტები:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი;
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** პროფესიული განვითარების და დაწინაურების შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების პროცესის დაგეგმარება და გეგმის გაცემა შესაბამის პირებზე;
** საწყობიდან მიწოდებული ნედლეულის დოკუმენტების სისწორის კონტროლი;
** წარმოებული პროდუქციის აღრიცხვის, აქტების გამოთხოვა საწარმოდან და პროგრამული ასახვა.
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ნედლეულის აღრიცხვის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ნაშთების პროგრამაში ასახვა.
** უკან დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად გადანაწილება შესაბამის საწყობებზე;
** ზედნადების ან შესყიდვის აქტის საფუძველზე წარმოებაში მიღებული ნედლეულის შეძენა;
** ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი სხვა რეპორტებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამა fina-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება,
** ორგანიზებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და სანდოობა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში კომპანიის მიერ მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ თანამშრომლობის მიზნებისთვის. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს

თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr.ojakhuri@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 9 ნოემბრი 2025 წელი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე