დასახელება:
ვალდებულებების მართვის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
დიზი ლიზინგი
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ვალდებულებების მართვის ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;
** მომხმარებელთა კონსულტაცია და მოლაპარაკების წარმოება გადახდის მეთოდებსა და ვარიანტებზე;
** ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა შესაბამისი გადახდის გეგმებზე მოლაპარაკების გზით;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია საკრედიტო აქტივების და/ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციური უნარები;
გთავაზობთ:
** სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფას + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
** მეგობრულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველა
სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: info@dizi.ge წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
|
|
|
|