დასახელება:
უმცროსი მექანიკოსი
|
მომწოდებელი:
ჯეორჯიან პროდაქტს
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
დეკორატიული და სპეციალური ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products" (GEOP), წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში და აქტიურად ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.
დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products" აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და უწყვეტ განვითარებაზე.
"Georgian Products" (GEOP), აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მექანიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ანაზღაურება: საწყისი - 1100 ლარი + კვება და სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა (მგზავრობის ხარჯის დაფარვა).
ძირითადი მოვალეობები:
** რკინის კონსტრუქციების შეღებვა და მომზადება სამუშაოსთვის;
** წარმოებაში დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული აღჭურვილობის მარტივი შეკეთება;
** ტექნიკური მოწყობილობების მოვლა .
** საჭიროების შემთხვევაში მექანიკოსის დახმარება მიმდინარე სამუშაოებში;
** უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არ მოითხოვება სამუშაო გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მქონე და ყურადღებიანი;
ბენეფიტი:
** ყოველდღიური კვების უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა (მგზავრობის ხარჯის დაფარვა).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 50 19 23 ან მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: Hr@geopro.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - უმცროსი მექანიკოსი
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|