Робота для біженців з України
ტარას დასუფთავების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტარას დასუფთავების ოპერატორი
მომწოდებელი: ალფა პეტი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
"ალფა პეტი" — საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანია PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში. კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://Alfa-pet.com

"ალფა პეტი" აცხადებს ვაკანსიას ტარას დასუფთავების ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: მცხეთის რ-ნი, სოფ. მისაქციელი

ძირითადი ფუნქციები:

** საწარმოო პროცესში გამოყენებული პლასტმასის/მეტალის ყუთების რეცხვა და დეზინფექცია;
** ავტომატური ან მექანიკური რეცხვის აპარატურასთან მუშაობა;
** პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
** რეცხვის წინ და შემდეგ ყუთების სწორად განთავსება;
** გაწმენდილი ყუთების შესაბამის ადგილებზე გადატანა;
** რეცხვისთვის საჭირო წყლის, ქიმიური საშუალებების და ტექნიკის სწორი გამოყენება;
** დასუფთავების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების მართვა და ტერიტორიის სისუფთავის უზრუნველყოფა.

სამუშაო დრო:

** ორშაბათი-პარასკევი: 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე;
** შაბათი: 09:00 სთ-დან 14:00 სთ- მდე.
** სამუშაო საათების ოდენობა: კვირაში 40 საათი.

დამატებითი სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია ტექნიკის (რეცხვის აპარატის) გამოყენების საბაზისო ცოდნა.

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@alfa-pet.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ტარას დასუფთავების ოპერატორი.

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე:

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე