Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=673121&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო ბუღალტერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო ბუღალტერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: Loyal Partners
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
კომპანია "Loyal Partners" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საოპერაციო ბუღალტრის პოზიციაზე შემდგომი დასაქმებით.

"Loyal Partners" აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 150-ზე მეტ პარტნიორს უწევს მაღალკვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებას.

ჩვენი მისიაა პროფესიონალიზმით, ეთიკური სტანდარტებით და ინოვაციური მიდგომით დავეხმაროთ კლიენტებს ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციაში და ბიზნეს-მიზნების მიღწევაში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი 36ა;
სტაჟირების გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი;
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე.

ძირითადი სტაჟირების პროცესი:

** საბანკო ოპერაციების გატარება;
** შესყიდვების და გაყიდვების დარეგისტრირება;
** საბაზისო საბუღალტრო გადამზადების სისტემაში ჩართულობა;
** პარტნიორ კომპანიებთან მომსახურების და კომუნიკაციის სისტემის შესწავლა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ანალიტიკური უნარები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სრული /არასრული (3-4 კურსი) ფინანსების, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით;
** უცხო ენების ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის/მოწინავე მომხმარებლის დონეზე;

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: qbq.info@gmail.com და სათაური ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაზიარებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან

სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით.

ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია