Робота для біженців з України
პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: IPS Facade
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
"IPS Facade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

"IPS Facade" აცხადებს ვაკანსიას ევროპული ბრენდი URSA-ს პრომოუტერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მყიდველისთვის პროდუქციის მახასიათებლების და საგარანტიო მომსახურების პირობებზე კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობის სისწორის შემოწმება და უზრუნველყოფა;
** დარბაზში პროდუქციის ეფექტურად განთავსებაში მენეჯერისთვის დახმარების გაწევა ახალი პროდუქციის მიღებისას;
** გაყიდული პროდუქციის გაცემა;
** პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება;
** ინვენტარიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება იმავე სფეროში, მინიმუმ 6 თვე;
** ექსელის საბაზისო დონეზე ცოდნა

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 2000 ლარიდან
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
** სამუშაო საათები: 10:00-18:00

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: info@ips.ge.

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე