Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=673111&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Loyal Partners
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
კომპანია "Loyal Partners" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"Loyal Partners" აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 150-ზე მეტ პარტნიორს უწევს მაღალკვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებას.

ჩვენი მისიაა პროფესიონალიზმით, ეთიკური სტანდარტებით და ინოვაციური მიდგომით დავეხმაროთ კლიენტებს ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციაში და ბიზნეს-მიზნების მიღწევაში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი 36ა;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურობა;
** დაგეგმარების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** კრიტიკული აზროვნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი;
** საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამების ცოდნა (Balance / FINA);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის სასაუბრო და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო გატარებების დარეგისტრირება;
** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
** ფინანსური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიაში არსებული კლიენტთა საბუღალტრო აღრიცხვიანობის სტანდარტის შესრულება;
** ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: qbq.info@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაზიარებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან

სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით

ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია