Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: ზოოჰაბი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
მაღაზიათა ქსელი "ზოოჰაბი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების მართვა;
** საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ) შედგენა, აღრიცხვა, დაარქივება;
** RS.GE-ის მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** სალარო ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
** ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
** უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა;
** RS.GE-სთან მუშაობის გამოცდილება;
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.

გრაფიკი - 10:00-17:00 საათამდე
ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: hr@zoohub.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე