Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=673100&print=yes&view=jobs
 
დონორებისა და სუროგატი დედების მოზიდვა/შერჩევის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დონორებისა და სუროგატი დედების მოზიდვა/შერჩევის კოორდინატორი
მომწოდებელი: New Life Georgia
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
"New Life Holding" 2008 წელს დაარსდა საქართველოში და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნურ განაყოფიერებაზე, კვერცხუჯრედის დონაციასა და სუროგაციაზე. "New Life Holding" უკვე დაეხმარა 11 000-ზე მეტ წყვილს მშობლის როლის მიღებაში. ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ პერსონალს, რომლებიც ზრუნავენ თითოეული ოჯახის წარმატებაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურების სისტემას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
** Fitpass-თან პარტნიორობას;
** სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქარსა და გუნდურ ღონისძიებას;
** რეალურ შესაძლებლობას კარიერული განვითარებისათვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო/დიღომი;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 სთ ან 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ორგანიზაციის მუდმივი ზრდისა და განვითარებიდან გამომდინარე, დამატებით ვეძებთ 2 თანამშრომელს დონორებისა და სუროგატი დედების მოზიდვა/შერჩევის კოორდინატორის პოზიციაზე.

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

** სუროგატი დედებისა და კვერცხუჯრედის დონორების შერჩევა/დაკონტრაქტება;
** დაქირავებული კანდიდატებისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობებისა და ვალდებულებების გაცნობა;
** პირველადი გადარჩევის შემდეგ დონორის პროფილის ატვირთვა შესაბამის ბაზაში;
** კანდიდატის პროფილის მართვა: ინფორმაციის განახლება, ჩასწორება, საჭირო დოკუმენტის ატვირთვა და ა.შ;
** დაქირავებული სუროგატებისა და დონორების ინფორმაციის ატვირთვა კომპანიის პროგრამაში სამედიცინო შემოწმებამდე და შემოწმების შემდეგ;
** პერიოდულად ბაზის გადახედვა ხელმისაწვდომობის გადამოწმების მიზნით;
** პერიოდულად გაფორმებული კონტრაქტების ვალიდურობის გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტის მომზადება დაქირავებულ და უარყოფილ კანდიდატებთან დაკავშირებით;
** ბონუსის რეპორტის დამუშავება და გაზიარება უშუალო ხელმძღვანელისა და ფინანსური გუნდისათვის.

შენგან კი დაგვჭირდება:

** ინგლისური ენის კარგ სასაუბრო და წერით დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების ან/და გაყიდვების სფეროში (სასურველია სამედიცინო ან მსგავს სფეროში);
** სასურველია თუ გაქვს უმაღლესი განათლება სამედიცინო ან მომიჯნავე მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ემპათიის უნარი და მოქნილობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@newlifegeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"New Life Holding" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია