Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=673096&print=yes&view=jobs
 
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიას

1. პოზიციის დასახელება: აუდიტორი

2. სამუშაოს მიზანი: სსე-ს შესაძლებლობების გაძლიერება ღირებულების შექმნის, დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, დამოუკიდებელი, რისკებზე დაფუძნებული და ობიექტური დარწმუნების, კონსულტაციის, ხედვისა და პროგნოზირების გზით. რისკების მართვის, კონტროლისა და კორპორატიული მართვის სისტემების სრულყოფა შემდეგი მიზნების მისაღწევად: რისკების მართვის პროცესის ეფექტურობა, შიდა კონტროლის ეფექტურობა და საიმედოობა, ფინანსური და მმართველობითი ინფორმაციის უტყუარობა და სისრულე.

3. მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** ხელი შეუწყოს ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფას მიზნების, მასშტაბისა და ვადების ნათლად გადმოცემით და პროფესიულად გადაჭრას უთანხმოებები შიდა პროცედურების შესაბამისად.
** მონაწილეობა მიიღოს შემოწმების ქვეშ მყოფი საქმიანობის სრულყოფილი აღქმის ჩამოყალიბებაში — რისკების შესაფასებლად შეაგროვოს სანდო, შესაბამისი და საკმარისი ინფორმაცია, მათ შორის ორგანიზაციული მიზნები, რისკის მიმართ ტოლერანტობა და მმართველობის პროცესები.
** მონაწილეობა მიიღოს არსებითი რისკების, მათ შორის თაღლითობის რისკების შეფასებაში, მათი პრიორიტეტიზაციაში და მენეჯმენტის მიერ დადგენილი წარმატების კრიტერიუმებთან თანხვედრის უზრუნველყოფაში.
** წინა პერიოდში რისკების შეფასების არსებობის შემთხვევაში, განიხილოს და განაახლოს რისკები მიმდინარე მდგომარეობასთან შესაბამისობაში.
** მონაწილეობა მიიღოს აუდიტის მიზნებისა და მასშტაბის განსაზღვრასა და დოკუმენტირებაში — ჩამოაყალიბოს მიზნები და ამოცანები შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს გადაუწყვეტელი საკითხების ესკალაცია და უზრუნველყოს მოქნილობა/დროულობა უშუალო ხელმძღვანელის დასტურით.
** შეიტანოს წვლილი მასშტაბის ცვლილებების დოკუმენტირებაში, უთანხმოების დაფიქსირებაში და გადაუწყვეტელი საკითხების ესკალაციაში.
** არასაკმარისი ან არასანდო მტკიცებულების აღმოჩენის შემთხვევაში შეაგროვოს დამატებითი მონაცემები — პოტენციური შეუსაბამობების/ხარვეზების ჩამოსაყალიბებლად.
** შეიტანოს წვლილი აუდიტის დასკვნების მომზადებაში — დაახარისხოს მიგნებები, შეაფასოს კონტროლების ეფექტიანობა და პროფესიული განსჯის საფუძველზე უზრუნველყოს თანმიმდევრულობა და სიზუსტე.
** მონაწილეობა მიიღოს აუდიტის საბოლოო კომუნიკაციის პროცესში პასუხისმგებელ მხარეებთან ერთად. მონაწილეობა მიიღოს პასუხისმგებელი მხარეების მიერ მაკორექტირებელი ქმედებების გაცნობასა და დოკუმენტირებაში საბოლოო დასკვნის გამოცემამდე.
** მოიძიოს და გადაამოწმოს მენეჯმენტის მიერ გატარებული მაკორექტირებელი ქმედებები, დააფიქსიროს პროგრესი, მიუთითოს დაყოვნებები და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს ესკალაცია უფროს აუდიტორებთან ან შიდა აუდიტის ხელმძღვანელთან — დროული რეაგირებისთვის.
** მონაწილეობის მიღება აუდიტის სამუშაო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში, შესაბამისი და სანდო ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი, აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების/ნაკლოვანებების შეფასებაში მონაწილეობის მიღება, სათანადო დოკუმენტირების და კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება (სიტყვიერი და/ან წერილობითი ფორმით) უშუალო ხელმძღვანელთან.
** იდენტიფიცირებული ხარვეზების განხილვა უშუალო უფროსთან და შესაბამისი აუდიტორული მტკიცებულებებით გამყარება.
** შიდა აუდიტის დირექტორისათვის ინფორმაციის მიწოდება იმ შეზღუდვების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის შიდა აუდიტს დასახული ამოცანების ეფექტიანად შესრულებაში;
** უზრუნველყოს სამართლებრივი და ეთიკური შესაბამისობა — ხელი შეუწყოს და დაიცვას ეთიკური სტანდარტები ორგანიზაციის ეთიკური მოლოდინების გაცნობით, პატივისცემითა და შესაბამისობაში მოქმედებით, ხელი შეუწყოს ეთიკაზე დაფუძნებული კულტურის ჩამოყალიბებას და დარღვევების შესახებ განაცხადოს შიდა პოლიტიკისა და რეგულაციების შესაბამისად.
** შეინარჩუნოს პროფესიული ობიექტურობა — იმოქმედოს მიუკერძოებლად და განურჩევლად, შეაფასოს სიტუაციები დაბალანსებულად, მართოს პოტენციური მიკერძოებები და დაუყოვნებლად აცნობოს შესაბამის პირებს ნებისმიერ შეზღუდვაზე
** უზრუნველყოს კონფიდენციალურობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების შესრულება — შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების დაცვით, აუდიტის ჩანაწერების დაცვითა და არაავტორიზებული გამჟღავნების ან გამოყენების პრევენციით.

4. კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/აუდიტის/ბიზნესის ადმინისტრირების/ბუღალტერიის ან სხვა შესაბამისი სფეროს მიმართულებით.
** ადგილობრივი კანონმდებლობის ცოდნა.
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA), ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS), შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (IPPF)-ების ცოდნა/ინტერპრეტაციის უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა (დიდი მოცულობის სტანდარტების და მასალების კითხვის და ანალიზის უნარი).
** რისკ მენეჯმენტის, კორპორატიული მართვის და შიდა კონტროლის სისტემების საბაზისო ცოდნა.
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (პრიორიტეტულია MS Excel-ის ცოდნა).
** დასკვნების, მემორანდუმების და სხვადასხვა დოკუმენტების მომზადების უნარი.
** სასურველია პროფესიული სერტიფიცირების ქონა (ACCA, CIA, CISA და ა.შ.).
** აუდიტორად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (დიდი ოთხეულის - Big4 აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).

5. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

6. საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2025 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.

შეტყობინება:

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამოცხადდება) განსახილველად. ასეთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს სსე შეინახავს მათი მიღებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, თუ კანონით სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ სსე-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვმართოთ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა №2.

სსე კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (0 322) 51 08 63.

------------------------------------------------------------------

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიას

1. პოზიციის დასახელება: უფროსი აუდიტორი

2. სამუშაოს მიზანი: სსე-ს შესაძლებლობების გაძლიერება ღირებულების შექმნის, დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, დამოუკიდებელი, რისკებზე დაფუძნებული და ობიექტური დარწმუნების, კონსულტაციის, ხედვისა და პროგნოზირების გზით. რისკების მართვის, კონტროლისა და კორპორატიული მართვის სისტემების სრულყოფა შემდეგი მიზნების მისაღწევად: რისკების მართვის პროცესის ეფექტურობა, შიდა კონტროლის ეფექტურობა და საიმედოობა, ფინანსური და მმართველობითი ინფორმაციის უტყუარობა და სისრულე.

3. მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** ხელი შეუწყოს შესაბამისი რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას აუდიტის სირთულისა და ვადების გათვალისწინებით და არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში საკითხი აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს.
** მონაწილეობა მიიღოს დინამიკური და რისკებზე დაფუძნებული წლიური აუდიტის გეგმის შემუშავებაში, უზრუნველყოს მისი შესაბამისობა სტრატეგიულ მიზნებთან და გამოიყენოს განგრძობითი რისკების შეფასების მეთოდოლოგიები.
** მონაწილეობის მიღება წლიური გეგმით გათვალისწინებული აუდიტორული შემოწმების პროცესში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
** აუდიტორული შემოწმების გეგმის შემუშავება/განხილვა უშუალო ხელმძღვანელთან.
** აუდიტორული შემოწმების პროცესში საქმიანობის წარმართვა შიდა აუდიტის დეპარტამენტის აუდიტის სახელმძღვანელოს და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
** აუდიტის ყოველ ეტაპზე (დაგეგმვა, ტესტირება, შედეგები) შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირება დეპარტამენტში დამტკიცებულ შესაბამის სამუშაო ფორმებში.
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება (სიტყვიერი და/ან წერილობითი ფორმით) უშუალო ხელმძღვანელთან.
** მონაწილეობა მიიღოს აუდიტის პოტენციური ნაკლოვანებების/ხარვეზების ანალიზსა და შეფასებაში — რისკების იდენტიფიცირების, მნიშვნელობის შეფასების, გამომწვევი მიზეზების განსაზღვრისა და მენეჯმენტთან ერთად მაკორექტირებელი ქმედებების დაგეგმვის გზით. შეიმუშაოს და დააფიქსიროს დასკვნები, უზრუნველყოს საბოლოო კომუნიკაციის სიცხადე, სიზუსტე და ობიექტურობა უშუალო ხელმძღვანელის ავტორიზაციით. ჩაატაროს მენეჯმენტის მიერ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. დამატებითი ანალიზის საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები და მიიღოს ხელმძღვანელის თანხმობა.
** უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია აუდიტის მიზნების, მასშტაბის და ვადების მკაფიო გადმოცემით, გადაჭრას არსებული უთანხმოებები პროფესიონალურად, ორგანიზაციის შიდა პროცედურების შესაბამისად.
** მონაწილეობა მიიღოს აუდიტის სამუშაო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მიზნების, მასშტაბის და მეთოდოლოგიების განსაზღვრის გზით; შეაგროვოს და გაანალიზოს შესაბამისი და სანდო ინფორმაცია; უზრუნველყოს სათანადო დოკუმენტირება და კომუნიკაცია. სამუშაო პროგრამებისა და მათი ცვლილებების ავტორიზაცია მიიღოს უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან.
** იდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დაგეგმილი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის შეთანხმება პასუხისმგებელ პირებთან და აღნიშნული გეგმის შესრულების პერიოდულ მონიტორინგი.
** მონაწილეობა მიიღოს აუდიტის მიზნებისა და მასშტაბის განსაზღვრასა და დოკუმენტირებაში - ჩამოაყალიბოს მიზანი და ამოცანები შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე; მოახდინოს გადაუწყვეტელი საკითხების ესკალაცია და უზრუნველყოს იყოს მოქნილობა უშუალო ხელმძღვანელის ავტორიზაციით
** უზრუნველყოს სამართლებრივი და ეთიკური შესაბამისობა — ხელი შეუწყოს და დაიცვას ეთიკური სტანდარტები ორგანიზაციის ეთიკური მოლოდინების გაცნობით, პატივისცემითა და შესაბამისობაში მოქმედებით, ხელი შეუწყოს ეთიკაზე დაფუძნებული კულტურის ჩამოყალიბებას და დარღვევების შესახებ განაცხადოს შიდა პოლიტიკისა და რეგულაციების შესაბამისად.
** გამოავლინოს სათანადო პროფესიული სიფრთხილე — მომსახურების არსის, გარემოებებისა და მოთხოვნების სათანადო შეფასების გზით.
** უზრუნველყოს კონფიდენციალურობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების შესრულება — შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების დაცვით, აუდიტის ჩანაწერების დაცვითა და არაავტორიზებული გამჟღავნების ან გამოყენების პრევენციით.

4. კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/აუდიტის/ბიზნესის ადმინისტრირების/ბუღალტერიის ან სხვა შესაბამისი სფეროს მიმართულებით.
** ადგილობრივი კანონმდებლობის ცოდნა.
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA), ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS), შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (IPPF)-ების ცოდნა/ინტერპრეტაციის უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა (დიდი მოცულობის სტანდარტების და მასალების კითხვის და ანალიზის უნარი).
** რისკ მენეჯმენტის, კორპორატიული მართვის და შიდა კონტროლის სისტემების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (პრიორიტეტულია MS Excel-ის ცოდნა).
** დასკვნების, მემორანდუმების და სხვადასხვა დოკუმენტების მომზადების უნარი.
** სასურველია პროფესიული სერტიფიცირების ქონა (ACCA, CIA, CISA და ა.შ.).
** აუდიტორად მუშაობის 3-4 წლიანი გამოცდილება (დიდი ოთხეულის - Big4 აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).

5. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

6. საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2025 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ

ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.

შეტყობინება:

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამოცხადდება) განსახილველად. ასეთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს სსე შეინახავს მათი მიღებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, თუ კანონით სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ სსე-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვმართოთ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა №2.

სსე კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (0 322) 51 08 63.

------------------------------------------------------------------

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიას

1. პოზიციის დასახელება: შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

2. სამუშაოს მიზანი: სსე-ს შესაძლებლობების გაძლიერება ღირებულების შექმნის, დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, დამოუკიდებელი, რისკებზე დაფუძნებული და ობიექტური დარწმუნების, კონსულტაციის, ხედვისა და პროგნოზირების გზით. რისკების მართვის, კონტროლისა და კორპორატიული მართვის სისტემების სრულყოფა შემდეგი მიზნების მისაღწევად: რისკების მართვის პროცესის ეფექტურობა, შიდა კონტროლის ეფექტურობა და საიმედოობა, ფინანსური და მმართველობითი ინფორმაციის უტყუარობა და სისრულე.

3. მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** სამუშაო გარემოს შენარჩუნება, სადაც შიდა აუდიტორები გრძნობენ მხარდაჭერას ლეგიტიმური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული აუდიტის შედეგების გამოხატვისას, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი.
** იურიდიული და ეთიკური შესაბამისობის უზრუნველყოფა ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობითა და დაცვით. ეს მოიცავს ორგანიზაციის ეთიკური მოლოდინების აღქმას, პატივისცემას და გაძლიერებას, ეთიკაზე დაფუძნებული კულტურის წახალისებას და დარღვევების ანგარიშგებას შიდა პოლიტიკებისა და რეგულაციების შესაბამისად.
** შეიმუშაოს დინამიური და რისკებზე დაფუძნებული ყოველწლიური აუდიტის გეგმა, ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნების გათვალისწინებით. გეგმა უნდა მოიცავდეს უწყვეტ რისკების შეფასებას და პერიოდულად უნდა გადაიხედოს ახალი რისკების გათვალისწინებით.
** დაამკვიდროს მეთოდოლოგიები ობიექტურობის შელახვის შესაძლო რისკების მართვისთვის, შეინარჩუნოს პროფესიული ობიექტურობა შიდა აუდიტის საქმიანობის ყველა ასპექტში და უზრუნველყოს, რომ შიდა აუდიტის ყველა თანამშრომელი სრულად იცავდეს კონფიდენციალურობას აუდიტის მიერ გამოვლენილ შეუსაბამობებს/ხარვეზებსა და მგრძნობიარე ინფორმაციასთან მიმართებით.
** უზრუნველყოს ეთიკური სტანდარტებისა და კონფიდენციალურობის მართვის შესაბამისობა შიდა აუდიტორების საერთაშორისო ინსტიტუტის (IIA) მითითებებთან, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან და ადგილობრივ მარეგულირებელ მოთხოვნებთან.
** დანერგოს და შეინარჩუნოს ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა (QAIP), რომელიც მოიცავს შიდა და გარე ხარისხის შეფასებებს GIAS 2025 სტანდარტებთან შესაბამისობაში.
** უზრუნველყოს გარე ხარისხის შეფასებების ჩატარება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც, რომლის შედეგები წარედგინება აუდიტის კომიტეტსა და უმაღლეს მენეჯმენტს.
** შეიმუშაოს და დანერგოს სტრუქტურირებული კოორდინაციის ჩარჩო შიდა და გარე რწმუნების გამცემებთან ურთიერთობისთვის, აუდიტის დაფარვის ოპტიმიზაციისა და ძალისხმევის დუბლირების თავიდან აცილების მიზნით.
** შეაფასოს და დაადოკუმენტიროს რწმუნების გარე მიმწოდებლების მუშაობის სანდოობა, უზრუნველყოს შესაბამისობა შიდა აუდიტის სტანდარტებთან და ორგანიზაციის რისკების მართვის მიდგომასთან.
** მკაფიოდ განსაზღვროს კრიტერიუმები და უზრუნველყოს ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოება რწმუნების გარე მომწოდებლის სამუშაოს გამოყენებისას, აუდიტის ყველა დასკვნაზე ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.
** რეგულარულად ითანამშრომლოს რწმუნების სხვა მიმწოდებლებთან ძირითადი რისკების იდენტიფიცირების, გამოცდილების გაზიარებისა და ორგანიზაციისთვის გაწეული მარწმუნებელი მომსახურებების საერთო ღირებულების გასაზრდელად.
** რეგულარულად შეაფასოს და განაახლოს შიდა აუდიტის ტექნოლოგიები აუდიტის ეფექტურობის გასაზრდელად, მონაცემთა ანალიზის ავტომატიზაციისთვის და რისკებზე დაფუძნებული აუდიტის დაგეგმვის გასაუმჯობესებლად.
** რეგულარულად ითანამშრომლოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების გუნდებთან, რათა უზრუნველყოს, რომ აუდიტისთვის გამოყენებული ტექნოლოგიები შესაბამისობაში იყოს ორგანიზაციის ინფრასტრუქტურასთან, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკებთან და მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან.
** დანერგოს და განახორციელოს აუდიტის საბოლოო კომუნიკაციისას გამოვლენილი არსებითი შეუსაბამობების/ხარვეზების დროული აღმოფხვრის პროცესი, უზრუნველყოს ყველა ჩართული მხარისათვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
** უზრუნველყოს აუდიტის ზედამხედველობა რისკების ეფექტური შეფასების, სათანადო დოკუმენტაციისა და აუდიტის შედეგების მკაფიო კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. შეუსაბამობები/ხარვეზები და რეკომენდაციები წარედგინოს აუდიტის კომიტეტს დროულად და გამჭვირვალედ.
** დაამყაროს სტრუქტურირებული განხილვის/გადახედვის პროცესი, რომელიც მოიცავს ცვლილებების დოკუმენტირებასა და დასაბუთებას, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად შიდა აუდიტებში.
** დანერგოს სტრუქტურირებული, რისკებზე დაფუძნებული აუდიტის მეთოდოლოგია, რომელიც შეესაბამება ორგანიზაციის სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და რისკების აპეტიტს.
** დანერგოს სტრუქტურირებული ბიუჯეტირების პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს შიდა აუდიტის ბიუჯეტზე ზედამხედველობას მმართველთა საბჭოსა და უმაღლესი მენეჯმენტის მხრიდან, მათ შორის მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში.
** უზრუნველყოს, რომ შიდა აუდიტის საქმიანობა იყოს თავისუფალი მენეჯმენტის ზემოქმედებისგან და ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა საჭირო დოკუმენტებზე, პერსონალზე და ქონებაზე.
** მუდმივად ზრუნავს დაქვემდებარებული თანამშრომლების პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებაზე სერტიფიცირებისა და ტრენინგების გზით.
** ქმნის კონფიდენციალურ სამუშაო გარემოს. უზრუნველყოფს თანამშრომლების მიერ კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვას.
** აუდიტის დირექტორის სამუშაო ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში, აუდიტის კომიტეტთან შეთანხმებით, ასრულებს აუდიტის დირექტორის ფუნქცია მოვალეობებს.

4. კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/აუდიტის/ბიზნესის ადმინისტრირების/ბუღალტერიის ან სხვა შესაბამისი სფეროს მიმართულებით.
** ადგილობრივი კანონმდებლობის ცოდნა.
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA), ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS), შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (IPPF)-ების ცოდნა/ინტერპრეტაციის უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა (წერა, კითხვა, კომუნიკაცია).
** რისკ მენეჯმენტის, კორპორატიული მართვის და შიდა კონტროლის სისტემების საფუძვლიანი ცოდნა.
** დასკვნების, მემორანდუმების, პრეზენტაციების და სხვა დოკუმენტების მომზადების უნარი.
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა.
** სასურველია პროფესიული სერტიფიცირების ქონა (ACCA, CIA, CISA და ა.შ.).
** აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, სავალდებულოა აუდიტორული შემოწმების განხორციელების/წარმართვის, ასევე გუნდის მართვის გამოცდილება (დიდი ოთხეულის-Big4 აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).

5. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

6. საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2025 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.

შეტყობინება:

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამოცხადდება) განსახილველად. ასეთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს სსე შეინახავს მათი მიღებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, თუ კანონით სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ სსე-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვმართოთ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა №2.

სსე კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (0 322) 51 08 63.

------------------------------------------------------------------

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიას

1. პოზიციის დასახელება: ცენტრალური საწყობის მუშა

2. სამუშაოს მიზანი: დაქვემდებარებულ ოფისში ინვენტარის გადაზიდვა-დასაწყობების უზრუნველყოფა.

3. მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** კომპანიის არსებული საოფისე ინვენტარის, ელ.მოწყობილობების და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაზიდვა-დასაწყობების უზრუნველყოფა.
** საწყობში შემოსული სხვადასხვა სახის საქონლის დატვირთვა-გადმოტვირთვა, შემოზიდვა და სათავსოებზე გადანაწილება.
** უფროსის დავალების შესაბამისად ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი ინვენტარის გამოტანა და გადაზიდვა.
** ფუნქციების შესრულება სსე-ის მატერიალური ქონება-ფასეულობის დაუზიანებლად.

4. კვალიფიკაცია, გამოცდილება:

საშუალო განათლება

5. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

6. საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2025 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.

შეტყობინება:

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამოცხადდება) განსახილველად. ასეთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მ
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია