Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=673055&print=yes&view=jobs
 
ფინანსური გარანტიების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური გარანტიების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური გარანტიების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ:

"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისსა და რეგიონულ ოფისებში.

"ირაო" მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო და კულტურა, სადაც თითოეული მათგანი დაფასებულია და აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამას ადასტურებს საერთაშორისო The Great Place to Work® სერტიფიკატი, რომლის მოპოვებითაც ოფიციალურად მოგვენიჭა "საუკეთესო სამუშაო ადგილის" სტატუსი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 სამუშაო საათი
** ანაზღაურება: ფიქსირებულს + ყოველთვიური ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
** ძლიერ და გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის დამყარება, მათი საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი ფინანსური გარანტიის შეთავაზება;
** ახალი იურიდიული პირების მოძიება და მოზიდვა, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** კლიენტების ბიზნესსაქმიანობისა და მოთხოვნების სიღრმისეული შესწავლა, მათზე მორგებული პროდუქტის წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან შეხვედრების ორგანიზება და პროდუქტის პრეზენტაციის ჩატარება;
** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მიმდინარე ტენდერების შესწავლა და ახალი პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა - პირველადი კონტაქტიდან გარანტიის გაცემამდე და შემდგომი მომსახურების ჩათვლით.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** პროაქტიულობა.

თუ ხარ მზად ახალი გამოწვევისათვის მაშინ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

"ირაო" გისურვებთ წარმატებას!

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია