დასახელება:
რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. "ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი" ემსახურება რეაბილიტაციური სერვისების ფართო სპექტრის მიწოდებას საზოგადოებისთვის, ორიენტირებულია ევროპული და ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მაღალი ხარისხის მომსახურებასა და მიდგომებზე.
კომპანია "ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. №11
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტებისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმართვა;
** პაციენტების ჩაწერების ორგანიზება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** ჩაწერის გარეშე მოსული პაციენტების შემთხვევაში ცოცხალი რიგის კონტროლი;
** შემოსული ზარების მონიტორინგი და პაციენტებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
** ადმინისტრაციული ზარების განხორციელება;
** არსებული მომსახურებების მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** ყოველდღიურად სტატისტიკის ზუსტად შევსება და მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა/დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (რეგისტრატორი).
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|