Робота для біженців з України
საწყობის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი : ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება და გადაზიდვის სპეციალისტისთვის გადაცემა;
** აგროვების სისწორის კონტროლი;
** კამერების წინ დადგენილი წესით ტვირთის გადაცემის და დასტიკერების კონტროლი;
** ტერიტორიაზე წესრიგის და სისუფთავის კონტროლი;
** მანქანებში ტვირთის განთავსების და შეუსაბამობების კონტროლი;
** პროდუქციის საწყობიდან გასვლის შემდგომი ჩამოწერის განხორციელება;
** ყველა საწყობში არსებული პროდუქციის აყვანა საწყობის ბალანსზე;
** საქონლის შეფუთვაზე შენახვის წესებთან დაკავშირებული მითითებების შესრულება;
** კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office) საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდურობა;
** პრობლემის ანალიზის და დიაგნოსტიკის უნარი;
** ვერბალური/წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/fBKpiyJQgM
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე