დასახელება:
შიდა აუდიტის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
G&A Group
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
"G&A GROUP" არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის შიდა აუდიტის სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, დემეტრე თავდადებულის N 29
სამუშაო განაკვეთი: სრული
იგი პასუხისმგებელია შიდა აუდიტის პროცესების მართვაზე, კომპანიის ფინანსურ და ოპერაციულ რისკებზე ზედამხედველობაზე, აუდიტის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრასა და მენეჯმენტისთვის სანდო და დასაბუთებული რეკომენდაციების მიცემაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შიდა აუდიტის გეგმების შედგენა და განხორციელება;
** ფინანსური, ოპერაციული და შესაბამისობის აუდიტების ჩატარება;
** პროცესებში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და გაუმჯობესების წინადადებების შემუშავება;
** აუდიტის ანგარიშების მომზადება და შედეგების პრეზენტაცია მენეჯმენტისთვის;
** კომპანიის შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების კონტროლი;
** რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შიდა ან გარე აუდიტის სფეროში აუცილებელი მოთხოვნა
** წარმოებისა ან და დისტრიბუციის სფეროში გამოცდილების ქონა
** IFRS და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
|
|
|
|