Робота для біженців з України
ტენდერი სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: Action Against Hunger
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 672940_advertisement_9911015.zip
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger (AAH), წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის წევრ ორგანიზაციას და არის აპოლიტიკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის შიმშილს და მის გამომწვევ მიზეზებს მსოფლიოს მასშტაბით. Action Against Hunger 1994 წლიდან მუშაობს სამხრეთ კავკასიაში და ახორციელებს პროგრამებს სურსათის უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური და სოფლის განვითარების მიმართულებით.

პროექტის "Forging "Wider Alliances to support Rural Development in Georgia (FORWARD)" ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ ავსტრიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით, ორგანიზაცია ფონდი მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ - სამხრეთ კავკასიის მისია (AAH) აცხადებს ტენდერს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ლოტს შესაბამისი ვადებით:

** სატვირთო მიკრო ავტობუსი -19.10.2025
** ხელნაკეთი პროდუქციის დანადგარები- 02.11.2025
** მზის ენერგიის აღჭურვილობა- 09.11.2025
** ნარჩენების მართვა - 02.11.2025
** მუსიკალური ინსტრუმენტები- 16.11.2025

მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიები იქნება:

** კონკურენტული ფასი
** სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა
** ჩაბარების ვადები
** მასალის ხარისხი
** მასალების სანდო გზით მიწოდება
** ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა
** გადახდის პირობები/მოთხოვნები
** დადასტურებული საქმიანობა და გამოცდილება
** გარანტიის პირობები

Action Against Hunger არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე იაფი შემოთავაზება.

დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ლოტზე.
დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ნივთზე.

დასრულებული შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს მითითებულ ვადებში შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@sc.acfspain.org ან ორგანიზაციის მისამართზე: თბილისი, ქობულეთის ქუჩა 34-36, 4-ე სართული, ბინა 5.

ფინანსური შემოთავაზება არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე