დასახელება:
სპეციალისტი ახალი მიერთების სამსახურში
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ახალი მიერთების სამსახურში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი/პარასკევი - 09:00 / 18:00
ანაზღაურება: 1000 ლარი Gross
ძირითადი მოვალეობები
** პროექტების სრული პროცესის მართვა: შეფასება, გადაცემა, ვადებისა და ხარისხის კონტროლი.
** პროექტის განხორციელების რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია ყველა დაკავშირებულ სამსახურთან.
** პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციის მოძიება, შექმნა და მართვა.
** პროექტის საწარმოს მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირება და ყოველ ეტაპზე სტატუსის მინიჭება პროცედურის შესაბამისად.
** რეგულირებადი და არარეგულირებადი ახალი მიერთების პროექტების სრული ციკლის მართვა შესაბამისი პროცედურის სრული დაცვით.
** სემეკის მიერ დადგენილი ვადების დაცვის მონიტორინგი და უზრუნველყოფა.
** მომხმარებლის მხრიდან შემოსული განაცხადების გამართულობის შემოწმება.
** განაცხადის ხარვეზის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის მინიჭება და მომხმარებელთან კომუნიკაცია.
** განაცხადის ხარვეზის არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურისთვის მოკვლევის დავალების მიცემა.
** მოკვლევის შედეგების განხილვა, სტატუსის მინიჭება და შედეგის შესახებ მომხმარებლის წერილობით ინფორმირება.
** პროექტის გადავადების შემთხვევაში, გადავადების ხანგრძლივობის განსაზღვრა და სემეკისთვის ინფორმაციის მიწოდება.
** სამშენებლო დეპარტამენტის ინფორმირება პროექტთან დაკავშირებით.
** საპროექტო დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებისთვის კოორდინაცია საპროექტო სამსახურთან.
** საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება კომუნიკაციების მფლობელ კომპანიებთან და ქ. თბილისის მერიასთან მიწისქვეშა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მიღებისთვის.
** დაერთების პროექტის შესაბამის სამსახურისთვის შესრულებაზე გადაცემა საპროექტო დოკუმენტაციის უზრუნველყოფით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პროექტის განსაზღვრულ ვადებში შესრულების მონიტორინგი.
** არარეგულირებადი ახალი მიერთების შემთხვევაში, შემოსული განაცხადის შემოწმება, საორიენტაციო ფასის და პროექტის ჯამური ღირებულების განსაზღვრა. აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება.
** ახალაშენებული კორპუსების აბონენტად რეგისტრაცია. აბონირებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მიწოდება აბონენტებთან ურთიერთობის ჯგუფისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ბაკალავრის ხარისხი ტექნიკური/სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით.
** მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** პროექტების მართვის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების, Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაგვიკავშირდით: 595 256 143
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|