Робота для біженців з України
სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ახალი მიერთების სამსახურში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სტაჟიორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის #10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი/პარასკევი - 09:00 / 18:00
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მიერთების პროექტების მართვის პროცესში ჩართულობა.
** პროექტების სრული პროცესის მართვა: შეფასება, გადაცემა, ვადებისა და ხარისხის კონტროლი.
** პროექტის განხორციელების რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია ყველა დაკავშირებულ სამსახურთან.
** პროექტის საწარმოს მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირება და ყოველ ეტაპზე სტატუსის მინიჭება პროცედურის შესაბამისად.
** სემეკის მიერ დადგენილი ვადების დაცვის მონიტორინგი და უზრუნველყოფა.
** მომხმარებლის მხრიდან შემოსული განაცხადების გამართულობისა და გადახდის სტატუსის შემოწმება.
** განაცხადის ხარვეზის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის მინიჭება და მომხმარებელთან კომუნიკაცია.
** განაცხადის ხარვეზის არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურისთვის მოკვლევის დავალების მიცემა.
** მოკვლევის შედეგების განხილვა, სტატუსის მინიჭება და შედეგის შესახებ მომხმარებლის წერილობით ინფორმირება.
** პროექტის დახარვეზების შემთხვევაში მომხმარებლისთვის მიზეზების დეტალურად განმარტება.
** საპროექტო დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებისთვის კოორდინაცია საპროექტო სამსახურთან.
** საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება კომუნიკაციების მფლობელ კომპანიებთან და ქ. თბილისის მერიასთან მიწისქვეშა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მიღებისთვის.
** დაერთების პროექტის შესაბამის სამსახურისთვის შესრულებაზე გადაცემა საპროექტო დოკუმენტაციის უზრუნველყოფით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პროექტის განსაზღვრულ ვადებში შესრულების მონიტორინგი.
** არარეგულირებადი ახალი მიერთების შემთხვევაში, შემოსული განაცხადის შემოწმება, საორიენტაციო ფასის და პროექტის ჯამური ღირებულების განსაზღვრა. აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაგვიკავშირდით: 595 256 143

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე