Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=672775&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: Wiser
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
"Wiser LLC" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ვინ ვართ ჩვენ?

"Wiser" არის თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ახორციელებს პროექტებს ენერგეტიკის, ავტომატიზაციისა და ქვესადგურების მიმართულებით. ჩვენს გუნდში გვჭირდება ორგანიზებული, კომუნიკაბელური და მოტივირებული ადმინისტრაციული მენეჯერი, რომელიც იზრუნებს ოფისის გამართულ ფუნქციონირებასა და გუნდთან ეფექტურ თანამშრომლობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია
** დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა და დაარქივება (ხელშეკრულებები, ინვოისები, კომერციული წინადადებები, კორესპონდენცია)
** სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება
** შეხვედრების დაგეგმვა და სტუმრების მიღება
** საოფისე მარაგების აღრიცხვა და დროული შევსება
** ელფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა
** კოორდინაცია გუნდის წევრებთან და გარე პარტნიორებთან
** ხელმძღვანელობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა საჭიროების მიხედვით

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის ან ადმინისტრირების მიმართულებით)
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook და სხვ.) კარგად ფლობა
** ხელოვნური ინტელექტის თულების გამოყენება
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე

უნარ-ჩვევები:

** სწრაფად სწავლასა და ადაპტაციაზე ორიენტირებული მიდგომა
** კომუნიკაბელურობა, მეგობრული და პროფესიული ურთიერთობების წარმართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდში მუშაობისა და რთულ რეჟიმში ეფექტურად ფუნქციონირების უნარი

რას გთავაზობთ:

** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** თავისუფალი მუშაობის პირობები
** ინოვაციურ გუნდთან თანამშრომლობის გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@wiser.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანსია"

გთხოვთ გაითვალისწინოთ: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია