Робота для біженців з України
ცვლის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის უფროსი
მომწოდებელი: ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
"GMT/HOSPITALITY" ეძებს გუნდის ახალ წევრს: ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და გუნდური მუშაობის პრინციპების მცოდნე ცვლის უფროსს.

პოზიციის მიზანი:

ცვლის უფროსის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს კონკრეტული ცვლის შეუფერხებელი და ეფექტური მუშაობა, გაუწიოს კოორდინაცია გუნდის წევრებს და შეინარჩუნოს მომსახურების დადგენილი მაღალი სტანდარტი.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ცვლის დაწყებამდე ობიექტის სრული მზაობის უზრუნველყოფა და სამუშაო პროცესების დაგეგმვა.
** ცვლის განმავლობაში მომსახურების სტანდარტების დაცვის მონიტორინგი.
** ცვლის თანამშრომლებს შორის ამოცანების გადანაწილება და მათი შესრულების კოორდინაცია.
** ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილზე დახმარების გაწევა და სწორ მიმართულებაზე ორიენტირება.
** გუნდში პოზიტიური და კოლეგიალური ატმოსფეროს შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სტუმარმასპინძლობის ან მომსახურების სფეროში.
** უფროსი სპეციალისტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარები.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენი კულტურა ეფუძნება:

** ხარისხს: შენ მოგიწევს მუშაობა უმაღლესი სტანდარტებით და მიიღებ ყველა რესურსს, რომ შექმნა და შეინარჩუნო გამორჩეული სერვისი. ჩვენთან ხარისხი კომპრომისს არ ექვემდებარება.
** მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას: შენ გახდები გუნდის ნაწილი, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალურობა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და ვქმნით თანაბარ შესაძლებლობებს ყველასთვის.
** გარემოს: ჩვენ ვქმნით სივრცეს, რომელიც კომფორტულია როგორც სტუმრისთვის, ისე თანამშრომლისთვის. შენ გექნება შესაძლებლობა, უშუალო მონაწილეობა მიიღო პოზიტიური და პროდუქტიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში.
** ინოვაციას: ჩვენ ღია ვართ ახალი იდეებისთვის. შენ გექნება თავისუფლება, დანერგო სერვისის გაუმჯობესების კრეატიული გზები და იყო იმ ცვლილებების მონაწილე, რომელიც ჩვენს მომსახურებას მუდმივად ხვეწს.

თუ გსურს გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და ხედავთ თქვენს თავს სერვისის ცვლის უფროსის პოზიციაზე, გთხოვთ მიჰყევით ბმულს და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://gmt-hospitality.selfrecruit.ge/s/oE8q
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე