დასახელება:
სერვისის სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი
|
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
|
"GMT/HOSPITALITY" ეძებს გუნდის ახალ წევრს — კომუნიკაბელურ, დეტალებზე ორიენტირებულ და ლიდერული უნარებით გამორჩეულ სერვისის სუპერვაიზერს.
პოზიციის მიზანი:
სერვისის სუპერვაიზერის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, წარმართოს გუნდის ყოველდღიური მუშაობა და ხელი შეუწყოს სერვისის მუდმივი გაუმჯობესების კულტურას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა და მათთვის სტანდარტების გაცნობა.
** სერვისის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და ყოველდღიური სამუშაო პროცესების კოორდინაცია.
** თანამშრომლებისთვის მუშაობის პროცესში მხარდაჭერის აღმოჩენა და მათი განვითარების ხელშეწყობა.
** გუნდის წევრებთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება და პროგრესზე დაკვირვება.
** თანამშრომლების საქმიანობაზე დაკვირვება და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება.
** რთული ან არასტანდარტული სიტუაციების მართვა და გუნდისთვის მაგალითის მიცემა.
** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და სერვისის დახვეწის მიზნით გამოყენება.
** დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომელთა მუშაობის შეფასებაში მონაწილეობა.
** სერვისის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე მიმართული რეკომენდაციების შემუშავება.
** თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება და პოზიტიური გუნდური კულტურის გაძლიერება.
** კომპანიის ღირებულებებისა და სერვისის ხედვის პოპულარიზაცია გუნდში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სტუმარმასპინძლობის ან მომსახურების სფეროში, მენეჯერულ ან სუპერვაიზერის პოზიციაზე.
** მენტორის ან ტრენერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** მაღალ დონეზე განვითარებული კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები.
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
** გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი.
** სტანდარტული საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.
რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენი კულტურა ეფუძნება:
ხარისხს: შენ მოგიწევს მუშაობა უმაღლესი სტანდარტებით და მიიღებ ყველა რესურსს, რომ შექმნა და შეინარჩუნო გამორჩეული სერვისი. ჩვენთან ხარისხი კომპრომისს არ ექვემდებარება.
მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას: შენ გახდები გუნდის ნაწილი, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალურობა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და ვქმნით თანაბარ შესაძლებლობებს ყველასთვის.
გარემოს: ჩვენ ვქმნით სივრცეს, რომელიც კომფორტულია როგორც სტუმრისთვის, ისე თანამშრომლისთვის. შენ გექნება შესაძლებლობა, უშუალო მონაწილეობა მიიღო პოზიტიური და პროდუქტიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში.
ინოვაციას: ჩვენ ღია ვართ ახალი იდეებისთვის. შენ გექნება თავისუფლება, დანერგო სერვისის გაუმჯობესების კრეატიული გზები და იყო იმ ცვლილებების მონაწილე, რომელიც ჩვენს მომსახურებას მუდმივად ხვეწს.
|
|
|
|