დასახელება:
შიდა კომუნიკაციების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
"ტერაბანკში" შიდა კომუნიკაციების მენეჯერს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან PR-ის მიმართულებით
** ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა
** კონტენტის შექმნის გამოცდილება
** Adobe Illustrator-ის, Adobe Photoshop-ის საბაზისო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაციისა და გუნდურად მუშაობის უნარი
** კრეატიულობა და კონტენტის შექმნის უნარი
** სტრატეგიული ხედვა და ორგანიზებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
შენი მოვალეობა იქნება:
** შიდა ბრენდინგზე მუშაობა, სამოტივაციო აქტივობების მოფიქრებასა და დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება
** ბანკის შიდა მესიჯ ბოქსის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა
** შიდა საკომუნიკაციო არხების შექმნა, გამართვა და მართვა
** შიდა საკომუნიკაციო არხის განვითარება/მართვა (სიახლეების განთავსება/პოსტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში პოსტებისთვის ვიზუალის შექმნა)
** ბანკის სიახლეების შესახებ თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმატის შექმნა
** თანამშრომლების შესახებ ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა
** კორპორატიული ღონისძიებების ინიცირება/ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
** თანამშრომლებისთვის საჩუქრების შერჩევა
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას # 35
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
** ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | შიდა კომუნიკაციების მენეჯერი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|