დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Estemed
|
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
|
ESTEMED წარმოადგენს ესთეტიკური მედიცინის პროდუქტებისა და მოწყობილობების დისტრიბუციის კომპანიას, რომელიც საქართველოში თანამშრომლობს წამყვან გლობალურ ბრენდებთან, მათ შორის Motiva, Valmont, Fillmed და Endospheres.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ბრენდების პოზიციონირება და ცნობადობის ამაღლება (B2B და B2C მიმართულებით);
** ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა (Meta, Google, LinkedIn);
** ინფლუენსერებთან, კლინიკებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
** ღონისძიებების, კონგრესებისა და ტრენინგების ორგანიზება;
** სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა და ვიზუალური მასალების შექმნის კონტროლი;
** ბაზრის ტენდენციების ანალიზი და მენეჯმენტისთვის რეპორტინგი.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ან შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** გამართული კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები;
** გამართული წერითი და ვერბალური უნარები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** შემოქმედებითი ხედვა და დეტალებზე მაღალი ყურადღება;
** გამოცდილება პრემიუმ, ბიუითი ან ესთეტიკური მედიცინის სექტორში ჩაითვლება უპირატესობად
რას გთავაზობთ:
** მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** შესაძლებლობას იმუშაოთ საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან;
** მონაწილეობის მიღებას საინტერესო პროექტებსა და ღონისძიებებში;
მდებარეობა: თბილისი, ვაკე, ზ.ავალიშვილის ქ. 12
სამუშაო გრაფიკი: სრულად ოფისიდან
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 2, 500 ლარი (net)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@estemed.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: მარკეტინგის მენეჯერი.
|
|
|
|