Робота для біженців з України
BBSEA გლობალური ეკო ინოვაციური იდეების კონკურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: BBSEA გლობალური ეკო ინოვაციური იდეების კონკურსი
მომწოდებელი: UNOPS
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 672441_attachments_1984108.zip
გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS), როგორც მსოფლიო ბანკის "შავი ზღვის გაჯანსაღების პროგრამის - Blueing the Black Sea - BBSEA" ოფიციალური განმახორციელებელი პარტნიორი, გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მხარდაჭერით, ახორციელებს რეგიონულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის მდგრადი მართვის მხარდაჭერას.

პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია გლობალური ეკო ინოვაციური იდეების კონკურსი, რომლის მიზანია შავი ზღვის დაბინძურების შემცირება და მდგრადი გადაწყვეტილებების ხელშეწყობა.

კონკურსის ორი ფანჯარა მოიცავს:

BBSEA სამიზნე ქვეყნების ფანჯარას (საქართველო, მოლდოვა, თურქეთი) - გამარჯვებულები მიიღებენ $50, 000-$300, 000 ოდენობის საგრანტო დაფინანსებას, 12 თვიან ტექნიკურ მხარდაჭერასა და პროექტის განხორციელებაში დახმარებას.

შავი ზღვის ფანჯარას - ადრეულ ეტაპზე არსებული იდეებისთვის; გამარჯვებულები მიიღებენ $20, 000-მდე ღირებულების ტექნიკურ მხარდაჭერას (ექვსთვიან მენტორულ/საკონსულტაციო დახმარებას).

ამ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, სტარტაპებს, მკვლევრებსა და სტუდენტურ გუნდებს, რომელთაც აქვთ ინოვაციური ხედვები შავი ზღვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ჩამოტვირთოთ აპლიკაციის ფორმა, შეავსოთ ყურადღებით და გამოგვიგზავნოთ მეილის საშუალებით: BBSEA.EIC@unops.org (სათაურში მიუთითეთ: EOI for the Eco-Innovation Challenge)

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 14 ნოემბერი.

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, შემდეგ თარიღებზე:

2025 წლის 9 ოქტომბერი - 14:00-15:00 (GMT+4)
2025 წლის 24 ოქტომბერი - 16:00-17:00 (GMT+4)

დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაციის დეტალები შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ: https://www.bbsea.project.unops.org/pages/challenge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე