დასახელება:
არამედიკამენტების სოციალური მედია მოდერატორი/ექაუნთ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
გამოქვეყნდა: 04 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების სოციალური მედია მოდერატორის / ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიასა და მომსახურე სააგენტოებთან ურთიერთობის მართვა; პროცესების მონიტორინგი და ანალიზი;
** არამედიკამენტების მიმართულების ციფრულ ველში (სოციალური ქსელები, მარკეტინგული აქტივობები) წარმოჩენა და ერთიანი სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობა;
** აქტივობების კოორდინაცია ყველა სოციალურ ქსელში - როგორც დავალებების განაწილება, ისე უშუალო პოსტების შექმნა/განთავსება;
** სოციალურ ქსელებში მომხმარებელთან კომუნიკაცია და მხარდაჭერა;
** ინფლუენსერებთან თანამშრომლობა: სცენარების შეთანხმება, საჩუქრების მიწოდება, ხელშეკრულებებისა და ფინანსების მართვა;
** კონკურენტებისა და მომწოდებლების სარეკლამო აქტივობების ანალიზი, მათი შედარება კომპანიის სტრატეგიასთან;
** ციფრული მარკეტინგის ხარჯებისა და ბიუჯეტის მართვა, ანგარიშგება მენეჯმენტისთვის (კვარტალური ანალიზი);
** ბრენდ მენეჯერებთან კომუნიკაცია და ციფრული კამპანიების დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა.
მოთხოვნები:
** სოციალური მედიის პლატფორმების საფუძვლიანი ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე;
** კრეატიული აზროვნება და კონტენტის შექმნის უნარი;
** ანალიტიკური და ორგანიზების უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ინოვაციური და მეგობრული სამუშაო გარემოს;
** თანამედროვე ციფრული მარკეტინგის პროცესებში ჩართულობას;
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეობას.
დამატებითი ინფორმაცია - სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 362308
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.10.2025 წელი
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/YgfpUVEL74
|
|
|
|