Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671968&print=yes&view=jobs
 
ადგილობრივი შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრივი შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: HR საკონსულტაციო კომპანია
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
HR საკონსულტაციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საწარმოსთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების გეგმის შედგენა და პერიოდული განახლება
** შესყიდული შეკვეთისათვის გადამზიდის მოძიება
** მოლაპარაკება გადამზიდავ და სატვირთო კომპანიებთან საუკეთესო ფასებისა და გრაფიკის უზრუნველსაყოფად
** უზრუნველყოს ყველა ლოჯისტიკური საქმიანობის შესაბამისობა ადგილობრივ კანონებთან, ინდუსტრიის რეგულაციებთან და კომპანიის პოლიტიკასთან
** იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** გადაზიდვებისა და მიწოდების გრაფიკები ზუსტი ჩანაწერების შენახვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეპორტინგის წარმოება მმართველი რგოლისათვის
** წარმოებისა და დამხმარე მასალების შესყიდვა, მარაგების მართვა
** 1C პროგრამაში რეგისტრირებული შეკვეთების კონტროლი
** ტრანსპორტირების ვადის კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შესყიდვებსა და ლოჯისტიკაში მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** Excel-ის ცოდნა
** სასურველია 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ASYKUDA-ში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულად და დისციპლინარულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: 3000₾ (ხელზე)
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
** კორპორატიული დაზღვევა
** ტრანსპორტირება
** კვება

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: visionofhr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია