Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671948&print=yes&view=jobs
 
ავტომობილის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილის მრეცხავი
მომწოდებელი: ჯსლ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
შპს "JSL Group"-ში შემავალი ავტოსამრეცხაო აცხადებს ვაკანსიას მრეცხავის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 09:00-წთ დან 18:00 საათამდე
შესვენება: 1 საათი
გრაფიკი კვირა გამოშვებით: 09:00-18:00 / 10:00-19:00, დასვენება 2 დღე კვირაში
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებით ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილების ხარისხიანი რეცხვა;
** სამუშაო ადგილზე სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
** ავტო სამრეცხაოს კუთვნილი ტექნიკის გამართულობის კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის ინფორმირება;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა და კონტროლი;
** უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა;
** ვალდებულია დაიცვას კომპანიის შინაგანაწესი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება 1 წლამდე;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** დისციპლინირებულობა

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@jsl.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "JSL Group"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "JSL Group" -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@jsl.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " JSL Group"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია