Робота для біженців з України
კალატოზი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კალატოზი
მომწოდებელი: Metta
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
სამშენებლო კომპანია "მეტტა|Metta" 2018 წელს შეიქმნა. ორგანიზაციას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.metta.ge/

"მეტტა|Metta" ახალი სამშენებლო ობიექტისათვის ეძებს გუნდის ახალ წევრებს კალატოზის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამშენებლო ობიექტის ლოკაცია დაზუსტდება გასაუბრების ეტაპზე
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე, პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად ბლოკების წყობის სამუშაოების შესრულება;
** სამუშაო მასალების მომზადება და წყობისას ტექნიკური ინსტრუმენტების გამოყენება;
** ბლოკის მოჭრა/მორგება საჭიროების შემთხვევაში;
** სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სამშენებლო სექტორში ბლოკის წყობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
** სამშენებლო მასალებისა და ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა;

უნარები და შესაძლებლობები:

** სამუშაოს სიზუსტითა და პასუხისმგებლობით შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვა უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა და შრომისუნარიანობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@metta.ge. ასევე, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბლოკის მწყობელი" subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე